წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 655 შპს „რუსთავი 2“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 655 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2003

მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2003

შპს „რუსთავი 2„-სთვის  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „რუსთავი 2„-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს   რაიონის სასამართლოს 1996 წლის 27 აგვისტოს  N5ა/4-580  დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/499-03, 04.12.03.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს კომპანიის დაცვის სამსახურის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „რუსთავი 2„-ს 404.300 მგჰც და 409.750 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისსა და მის შემოგარენში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „რუსთავი 2„-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს  შპს „რუსთავი 2„-მა კომისიაში    სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „რუსთავი 2„-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

   კომისიის  თავმჯდომარე                                                                        ვ. აბაშიძე                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები