გადაწყვეტილება N 659 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რა კომისიის 2004 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის წარმოდგენილი პროექტი, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს კომისიის 2004 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმა (თან ერთვის) კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრუქტურულ დანაყოფებს უზრუნველყონ წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების კომისიის სხდომებზე დამტკიცებულ ვადებში წარმოდგენა;
3. აპარატის თათბირებზე პერიოდულად მოხსენდეს (ი. ხარებავა) კომისიის წევრებს ინფორმაცია სტრუქტურული დანაყოფების მიერ კომისიის 2004 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულებისა და მიმდინარეობის შესახებ;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავას).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
