გადაწყვეტილება N 663 ს.ს „ზესტაფონის გ.ნიკოლაძის სახ. ფეროშენადნობთა ქარხნისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ ს.ს ზესტაფონის გ.ნიკოლაძის სახ. ფეროშენადნობთა ქარხანამ„ (რეგისტრირებული ქ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 31 დეკემბრის N 32/5-25 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 41.22/-4-748, 24.12.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1007-03MZ) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (საბაზო (რეტრანსლატორი და სატარებელი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა ს.ს ზესტაფონის გ.ნიკოლაძის სახ. ფეროშენადნობთა ქარხანას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 1007-03MZ) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს ს.ს ზესტაფონის გ.ნიკოლაძის სახ. ფეროშენადნობთა ქარხანამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
