წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 01 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 1 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 1 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2004

მიღების თარიღი იანვარი 09, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 1 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

2004 წლის 9 იანვრის საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 1 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1. წარმოდგენილ N 1 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს სამი საკითხი:

·  საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი);

·  შპს „საქაერონავიგაციისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი);

·  შპს „მობილფონისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 1 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი).

        

                    

        კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები