გადაწყვეტილება N 10 შპს “მატრიქს ვაირლესისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2004
მიღების თარიღი იანვარი 09, 2004
შპს „მატრიქს ვაირლესისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მატრიქს ვაირლესმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 2002 წლის 2 აგვისტოს N 2/4-3222 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (24.11.03.) მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტით ქსელით მომსახურებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „მატრიქს ვაირლესი”, N 1326, 06.09.2002 წ. ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებას სიხშირეების გამოყენებით საქართველოს მთელ ტერიტორაიაზე. სიხშირეები განსაზღვრულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის რადიო ინტერნეტის მისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს მატრიქს ვაირლესს„ მიანიჭოს 5795, 5815, 5825 და 5835 მგჰც სიხშირეები მეორადსაფუძველზე.მეორად საფუძველზე მინიჭებული სიხშირეები თუ შეუქმნის ხელშეშლებს პირველად საფუძველზე მინიჭებული სიხშირეების გამოყენებას, კომპანიამ უნდა შეწყვიტოს აღნიშნული სიხშირული რესურსის გამოყენება. ამასთან, მეორად საფუძველზე მინიჭებული სიხშირეების მქონე კომპანია უნდა შეეგუოს ხელშეშლებს პირველად საფუძველზე მინიჭებული სიხშირეებისაგან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს მატრიქს ვაირლესს” 5795, 5815, 5825 და 5835 მგჰც სიხშირეები მეორად საფუძველზე, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს მატრიქს ვაირლესისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს მატრიქს ვაირლესმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს მატრიქს ვაირლეისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
