წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 102 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 13 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 102 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2004

მიღების თარიღი მარტი 12, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 13 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                   2004 წლის 12 მარტის საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 13 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1.            წარმოდგენილ N 13 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ხუთი საკითხი:

·                                              შპს „მზესთვის, შპს „ინტელკომისთვის„, სს „ელმავალმშენებელისთვის„ და ღია საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ„-სთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);

·                                            შპს „საქტელკომ პლუსისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ. გოთოშია – ტექნიკური სამსახურის უფროსი);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 13 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                          (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).

                                

       კომისიის თავმჯდომარე                                                                     ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები