წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 103 შპს “მაკროკომი”-სთვის კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 103 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2004

მიღების თარიღი მარტი 12, 2004

შპს  „მაკროკომი”-სთვის  კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის  გაცემის შესახებ

 

კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების -  თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიას 2003 წლის 17 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „მაკროკომ„-მა.

მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, 2003 წლის 10 ოქტომბრის კომისიის N516 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 28963 (ოცდარვა ათას ცხრაას სამოცდასამი) ლარით, ხოლო ლიცენზიის მაძიებლის განცხადებების მიღების ვადა განისაზღვრა 2003 წლის 13 ოქტომბრის 10:00 საათიდან 2004 წლის 13 თებერვლის 17:00 საათამდე;  ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნდა კანონმდებლობის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში წარმოადგინა მხოლოდ შპს „მაკროკომ„-მა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადება და დოკუმენტაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შპს „მაკროკომის„ მიერ წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-სა და სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად ჩატარდა 2004 წლის 20 თებერვალს. შპს „მაკროკომის„ წარმომადგენელობაზე უფლებამოსილი პირი გამოცხადდა საკონკურსო სხდომაზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 45 მუხლიდან გამომდინარე და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე„ დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს „მაკროკომის„ უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს  28963 (ოცდარვა ათას ცხრაას სამოცდასამი) ლარი, რის შემდეგაც  კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება  N71/10, რომლის თანახმად „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მაკროკომი”.

კომისიის  2003 წლის 10 ოქტომბრის კომისიის N516 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის თანახმად, „კონკურსში გამარჯვებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად ირჩევს კოდს შემდეგი ნუმერაციის რესურსიდან: 8-13, 8-61, 8-63, 8-69„. შპს „მაკროკომ„-მა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირების დასამყარებლად აირჩია კოდი -  8-13 (რვა-ერთი-სამი).  

კომისია, აღნიშნავს, რომ კომისიის N 71/10 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „მაკროკომ„-მა სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი (5792,6  ლარი) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (2896.30 ლარი) გამოკლებით – 2896.30  ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და  სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 2896.30  ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ„ ქვეპუნქტის, 36- ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 20 თებერვლის საკონკურსო სხდომის N 71/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს N1386  ლიცენზია შ.პ.ს. „მაკროკომს” კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე  (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;

ნუმერაციის რესურსი: გამოეყოს საერთაშორისო სატელეფონო  კავშირების დასამყარებლად კოდი 8-13 (რვა-ერთი-სამი);

2.      შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3.      სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (20274.1 ლარის) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

2774 - ლარი    - 2004 წლის 12 აპრილამდე;

2774 - ლარი    - 2006 წლის 12 აპრილამდე;

2774 - ლარი    - 2007 წლის 12 აპრილამდე;

2774 - ლარი    - 2008 წლის 12 აპრილამდე;

2774 - ლარი    - 2009 წლის 12 აპრილამდე;

2774 - ლარი    - 2010 წლის 12 აპრილამდე;

2774 - ლარი    - 2011 წლის 12 აპრილამდე;

2774 - ლარი    - 2012  წლის 12 აპრილამდე;

2774 - ლარი    - 2013 წლის 12 აპრილამდე;

4.      შპს „მაკროკომ”-მა უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

5.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

6.      ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

 7. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობისა და ლიცენზიის დედნის გაცემის უზრუნველყოფა.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ  სამსახურს  (კ. ყურაშილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                     ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები