წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 104 შპს “ბარამი“-სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 104 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2004

მიღების თარიღი მარტი 12, 2004

შპს „ბარამი„-სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ბარამმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (30.01.2004) საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბარამი„ რეგისტრირებულია ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სასამართლოში 2003 წლის 19 დეკემბერს (რეგისტრაციის N06/4-1422ა).

2004 წლის 5 მარტს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „ბარამის” ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის „ბ.ა)„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს N1387 ლიცენზია შპს „ბარამს” საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;

2.                  შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

3.                  შპს „ბარამმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

4.                  ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

5.                  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

6.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს          /მ. გოთოშია/.

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები