გადაწყვეტილება N 105 შპს „ა+ბ“-სთვის ¹ 863 ლიცენზიის (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2004
მიღების თარიღი მარტი 12, 2004
შპს ა+ბ„-სთვის N 863 ლიცენზიის (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ა+ბ”-მ კომპანიის N863 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე.
ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1998 წლის 28 სექტემბერს შპს „ა+ბ”-ს სახელზე გაიცა ლიცენზია N 863, რომელიც ითვალისწინებს საკაბელო ქსელით მაუწყებლობას ქ. თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-3-4-5-6-7 კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩასა და ნუცუბიძის პლატოზე.
შპს „ა+ბ”-მ კომისიის N 9, 25.01.2001 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს „ა+ბ-ს” N 863 ლიცენზიას გაუგრძელდეს მოქმედების ვადა 2014 წლის 12 თებერვლამდე.
2. მოდიფიცირდეს შპს ა+ბ„-ს N 863 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა ქ. თბილისის ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-3-4-5-6-7 კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და ნუცუბიძის პლატო.„
3. შპს „ა+ბ„ ვალდებულია:
- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, რეკლამის შესახებ„, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;
- კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
- დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
- კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
- განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;
- დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;
- უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
- წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
- კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
- რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;
- ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
4. შეტანილი იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებთ გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
