გადაწყვეტილება N 11 შპს “მატრიქს ვაირლესისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2004
მიღების თარიღი იანვარი 09, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „მატრიქს ვაირლესმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 2002 წლის 2 აგვისტოს N 2/4-3222 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (24.11.03.), მისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მიღების შესახებ. შპს მატრიქს ვაირლესი„ ლიცენზის (N 1326, 06.09.2003წ.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს მონაცემთა გადაცემისა და ინეტერნეტის ქსელით მომსახურებას თანამგზავრული სისტემის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ერთი წლის ვადით შპს მატრიქს ვაირლესს„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე, რომლებიც განთავსებულია შემდეგ წერტილებში:
ა) ქ. თბილისი, მთაწმინდის პლატო შპს საქართველოს ტელერადიოცენტრი„ ტელერადიოანძა;
ბ) ქ. თბილისი მახათას მთა ანძა (სიმაღლე 627 მ);
გ) ქ. თბილისი, გამსახურდიას გამზ. 41, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის შენობის სახურავი;
2. უზრუნველყოს შპს მატრიქს ვაირლესმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
