გადაწყვეტილება N 110 სს „საქართველოს ბანკისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2004
მიღების თარიღი მარტი 12, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს საქართველოს ბანკმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 19/763, 20.02.04.) თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. სს საქართველოს ბანკს„ კომისიის გადაწყვეტილებებით (N 654/13, 26.12.03. და N32-13, 23.01.04) მიენიჭა სიხშირეები, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული რეტრანსლატორებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა სს საქართველოს ბანკს„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
2. უზრუნველყოს სს საქარტველოს ბანკმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
