წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 111 კავშირი „უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი ჯავშანისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 111 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2004

მიღების თარიღი მარტი 12, 2004

კავშირი „უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი ჯავშანისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობის  გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  კავშირმა „უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრმა ჯავშანმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 იანვრის N 06/9-672  დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 5/1, 12.02.04), თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. კავშირ „უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრს ჯავშანს„ კომისიის გადაწყვეტილებით (N 37/13; 23.01.04) მიენიჭა სიხშირეები 165.275 მგჰც და 170.725 მგჰც, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული რეტრანსლატორისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.            მიეცეს ნებართვა კავშირ „უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრს ჯავშანს„ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.            უზრუნველყოს კავშირმა „უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრმა ჯავშანმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

 კომისიის  თავმჯდომარე                                                              ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები