გადაწყვეტილება N 112 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2004
მიღების თარიღი მარტი 12, 2004
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
სიხშირეების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს სინაგან საქმეტა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 6/1-5-16, 04.11.03.) მოკლეტალღოვან დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგნელი განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარომოდგენისთვის განუსაზღვრა 15 სამუშაო დღის ვადა.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიხშირეების მინიჭებაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
