წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 116 სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 116 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2004

მიღების თარიღი მარტი 12, 2004

სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოებამ „ტელეკომპანია ნტვ„-მ კომისიას მიმართა განცხადებით თანდართული ტექნიკური მახასიათებლების  შესაბამისად  საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის გაცემის თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს მიწისზედა სათანამგზავრო სატელევიზიო სადგურს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა  სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ„-ს ორი თვის ვადით შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობა დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად;

2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.აცნობოს  სააქციო საზოგადოებამ „ტელეკომპანია ნტვ„-მ კომისიას შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის გატანის თაობაზე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები