გადაწყვეტილება N 117 შპს “საქტელკომ პლუსი”-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2004
მიღების თარიღი მარტი 12, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს საქტელკომ პლუსმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წლის 25 სექტემბერს, რეგისტრაციის N 5/4-85) კომისიას მიმართა განცხადებით (N01/26, 12.02.2004), მისთვის სატელიტური სადგურების ექსპლოატაციაზე ნებართვის მიღების შესახებ.
შპს „საქტელკომ პლუსი”, N 878 (23.02.1999წ.) და N1307 (23.02.2002წ.) ლიცენზიების პირობების შესაბამისად, აწარმოებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას და მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე. შპს „საქტელკომ პლუსმა„ კომისიის N33, 20.12.2000 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და შესაბამისი მონაცემები შეტანილია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „საქტელკომ პლუსს” სატელიტური სადგურების ექსპლუატაციაზე შემდეგი პარამეტრების გამოყენებით:
სატელიტური სადგურების სიმძლავრე 4 ვტ, სამუშაო სიხშრეები 14191.52 მგჰც (გადაცემაზე) და 12673.5625 მგჰც (მიღებაზე), სატელიტური სადგურის ანტენების დიამეტრი 7,3 მეტრი და 3,7 მეტრი, ანტენების განთავსების ადგილი მთაწმინდის პლატო, ტელეანძა.
2. უზრუნველყოს შპს „საქტელკომ პლუსმა” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
