წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 118 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 19 მარტის N 14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 118 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004

მიღების თარიღი მარტი 19, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის 19 მარტის N 14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის                         19 მარტის N 14 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის მე-11 საკითხზე (ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ახალ ქსელებს„, ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ახტელს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ) ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირის„ შპს „ახალ ქსელების„ და შპს „ახტელის„ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისა და სხდომის დღის წესრიგში მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ დამატებითი საკითხების შეტანის მიზნით კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 14 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-11 (ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ახალ ქსელებს„, ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „ახტელს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ) საკითხის განხილვა 2004 წლის  23 მარტის კომისიის N 15 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამატებით ეცნობოს ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს„, შპს „ახალ ქსელებს„ და შპს „ახტელს„ დავის განხილვის თარიღი და დრო (ე. ასანიძე);

3. წარმოდგენილ N 14 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 საკითხი:

·     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, შპს „მეგაკომისთვის„ და ევროპის სამაუწყებლო კავშირისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);

4. დამტკიცდეს კომისიის N 14 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).

   კომისიის თავმჯდომარე                                                 ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები