გადაწყვეტილება N 119 ლიცენზიის პირობების შესრულების მონიტორინგისა და ულიცენზიოდ საქმიანობის შემთხვევების განხილვის შედეგების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004
მიღების თარიღი მარტი 19, 2004
ლიცენზიის პირობების შესრულების მონიტორინგისა და ულიცენზიოდ
საქმიანობის შემთხვევების განხილვის შედეგების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია „გააკონტროლოს ლიცენზიის პირობების შესრულება”. ლიცენზიის მფლობელი, ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„. \\\"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 34-ე მუხლის შესაბამისად, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას დადგენილი წესით„.
კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების, ასევე ლიცენზიის გარეშე საქმიანობის ფაქტების გამოვლენის, ლიცენზიის მფლობელი ტელერადიოკომპანიების მიერ მოქმედი კანონმდებლობითა და ლიცენზიით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2004 წლის 1 მარტის N6/1 ბრძანების საფუძველზე კომისიის მიერ 2004 წლის 2 მარტიდან 2004 წლის 15 მარტამდე პერიოდში ჩატარდა ქ.თბილისის სამაუწყებლო ზონაში საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების საქმიანობის ტექნიკური შემოწმება შპს ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ ქ.თბილისის საეთერო რადიომონიტორინგის პუნქტში, რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი (თან ერთვის) და ტექნიკური დასკვნა (თან ერთვის); ასევე განხორციელდა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი ლიცენზიის ყველა მფლობელის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის შემოწმება და მომზადდა საფინანსო-ეკონომიკური დასკვნა (თან ერთვის).
ზემოაღნიშნული შემოწმების მასალებზე, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთა წერილობით განმარტებებზე დაყრდნობით, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
· ქ. თბილისში ლიცენზიის გარეშე საეთერო ტელე და რადიომაუწყებლობა არ ხორციელდება; ამასთან, შპს \\\"ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ სიხშირული მონიტორინგის 2003 წლის მონაცემებით (N141/2 05.03.2004 წ.) გამოვლენილია სიხშირული სპექტრის ულიცენზიოდ და უნებართვოდ გამოყენების შემდეგი შემთხვევები: ქ. ტყიბულში პირველ სატელევიზიო არხზე უკანონოდ მაუწყებლობს შპს \\\"ტელეკომპანია ქუთაისი„, რომელიც ქ. ქუთაისში, ნაცვლად კომისიის N376 გადაწყვეტილებით მინიჭებული 3940,5 მგჰც რადიოსარელეო სიხშირისა, იყენებს 3885,0 მგჰც სიხშირეს; ქ. ზესტაფონში შპს \\\"იმერეთი 2000„ უნებართვოდ იყენებს რადიოსარელეო გადამცემ სადგურს სტუდიიდან ალავერდის სატელევიზიო ანძამდე; ქ. თბილისში საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მოქმედი ტელერადიოკომპანიების მიერ დარღვეული არ არის სატელევიზიო არხებისა და FM დიაპაზონში რადიომაუწყებლობის სიხშირეების პარამეტრები;
· 35-ე სატელევიზიო არხზე, რომელიც კომისიის მიერ გაცემული N499 ლიცენზიით მინიჭებული აქვს შპს \\\"ტელეკომპანია ობიექტივს„, მაუწყებლობა არ მიმდინარეობს. შპს ტელეკომპანია ობიექტივის„ მიერ მაუწყებლობა შეწყვეტილია 2002 წლის აპრილიდან. კომისიაში მას 2003 წლის სექტემბრიდან რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები არ წარმოუდგენია და შესაბამისად არც ჩარიცხვები განუხორციელებია;
· 50-ე სატელევიზიო არხზე, რომელიც კომისიის მიერ გაცემული N705 ლიცენზიით მინიჭებული აქვს შპს \\\"საქართველოს ხმას„, მაუწყებლობა არ მიმდინარეობს. შპს ტელეკომპანია \\\"საქართველოს ხმას„ მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს 2002 წლის მაისიდან; მას 2004 წლის იანვრიდან რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები არ წარმოუდგენია და შესაბამისად არც ჩარიცხვები განუხორციელებია;
· შპს \\\"23 მაისს„ რომელიც 101,9 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში პაუზებით ფუნქციონირებს, რეგულირების საფასურის ყოველთვიურიო გაანგარიშებები არცერთხელ არ წარმოუდგენია და შესაბამისად არც ჩარიცხვები განუხორციელებია;
· შპს \\\"სელკომ-პლუსი„, რომელსაც კომისიის 2001 წლის 25 იანვრის N 12 გადაწყვეტილებით პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვრა 2001 წლის 1 ივლისი, არ ახორციელებს მომსახურებას და წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები;
· შპს \\\"მაია ტვრ„-ი, რომელსაც კომისიის 2000 წლის 29 დეკემბრის N52 გადაწყვეტილებით პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვრა 2001 წლის 1 ივნისი, არ ახორციელებს ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას. მას რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები არცერთხელ არ წარმოუდგენია და შესაბამისად არც ჩარიცხვები განუხორციელებია;
· შპს \\\"საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრი„, გამოგზავნილი წერილით (N 679/17 24.10.2003წ.) ითხოვს გადავადებულ იქნეს მათზე რიცხული რეგულირების საფასურის გადახდის ვადები და კომისიის მხრიდან არ იქნეს გამოყენებული შესაბამისი სანქციები ვალდებულების შეუსრულებლობისთვის;
· შპს \\\"ტელეკომპანია ქუთაისს„ რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები არცერთხელ არ წარმოუდგენია და შესაბამისად არც ჩარიცხვები განუხორციელებია;
· შპს \\\"ედელვაისის N841 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2003 წლის 12 თებერვალს, კომისიაში კომპანიას განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ არ წარმოუდგენია დღემდე, აგრეთვე 2000 წლის ნოემბრიდან რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები არ წარმოუდგენია და შესაბამისად არც ჩარიცხვები განუხორციელებია;
· შპს \\\"აი თი ეს ტრანსკავკასიას„ 2001 წლის მაისიდან რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები არ წარმოუდგენია და შესაბამისად არც ჩარიცხვები განუხორციელებია;
- შპს \\\"სელკომ-პლუს„-ის მიერ გამოგზავნილი წერილიდან (N 1 01.11.2003 წ.) ირკვევა, რომ კომპანია 2000 წლიდან ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა და გამომდინარე აქედან არ ხდება რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა, რის გამოც ითხოვენ მათ მიმართ არ განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული სანქციები;
- შპს \\\"ტელეკომპანია ობიექტივს„ მაუწყებლობის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციისა და განმარტებების წარმოსადგენად გაეგზავნა შეტყობინება (N04/0644 24.07.2002 წ.), რაზედაც მიღებულ იქნა განმარტება (N3/07-01 30.07.2002წ.), რომ შპს ტელეკომპანია ობიექტივს„ გაუვიდა გადამცემის იჯარის ხელშეკრულების ვადა, ხოლო კომპანიის მიერ შეკვეთილი გადამცემი აღმოჩნდა გაუმართავი. შპს ტელეკომპანია ობიექტივისგან„ განმეორებით გამოგზავნილ წერილში (10.02.2004 წ.) აღნიშნულია, რომ ვინაიდან ტელეანძაზე მაღალი ძაბვის მიზეზით დაუზიანდათ ტელეგადამცემი მოწყობილობა, კომპანიის მიერ მაუწყებლობა დროებით შეჩერებულია, რის გამოც 2003 წლის აგვისტოდან კომპანიას კომისიაში რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები არ წარმოუდგენია და შესაბამისად არც ჩარიცხვები განუხორციელებია;
- შპს ტელეკომპანია \\\"საქართველოს ხმას„ მაუწყებლობის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციისა და განმარტებების წარმოსადგენად გაეგზავნა შეტყობინება (N 04/0513 21.06.2002 წ.), რაზედაც დღემდე კომპანიისგან განმარტება მიღებული არ არის. საყურადღებოა, რომ შპს ტელეკომპანია საქართველოს ხმას„ კომისიაში 2003 წლის დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხულია სათანადო თანხებიც, მაშინ როდესაც შპს საქართველოს ტელერადიოცენტრისგან„ მიღებული ოფიციალური შეტყობინებით (N09/42 17.02.2004წ.) შპს საქართველოს ხმას„ 2002 წლის ივნისიდან დროებით შეუჩერდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება და შესაბამისად დღემდე არ მაუწყებლობს, რაც თავის მხრივ დასტურდება შპს ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ მიერ წარმოდგენილი მასალებით, შემოწმების აქტითა და ტექნიკური დასკვნით.
- შპს \\\"23 მაისის„ მიერ გამოგზავნილ წერილში (N 09/03 17.10.2003წ.) აღნიშნულია, რომ კომპანია საქართველოს ტელერადიოკორპორაციასთან გასულ წლებში შექმნილი ფინანსური და ტექნიკური პრობლემების გამო დღემდე ვერ ახერხებს სრულფასოვანი საქმიანობის დაწყებას და ჯერჯერობით მხოლოდ მცირე მოცულობით საცდელ გადაცემებს აწარმოებს, რის გამოც შემოსავლები არ გააჩნია და შესაბამისად ვერ იხდის რეგულირების საფასურს;
შპს \\\"ტელეკომპანია ქუთაისის„ ულიცენზიო და უნებართვო საქმიანობის ფაქტთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 453-ე მუხლების თანახმად, საეთერო, მათ შორის სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობა ექვემდებარება ლიცენზირებას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, ან ლიცენზიის პირობების დარღვევა„ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით„.
ლიცენზიის მფლობელ შპს\\\"აი თი ეს ტრანსკავკასიის„, შპს საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრისა„ და შპს23 მაისი„-ს მიმართ კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი კომისიას უხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია თავისი ნორმატიული აქტით„. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ\\\" კომისიის დებულების მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე\\\". აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობისა და ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევას წარმოადგენს. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების შეუსრულებლობა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობა ან გადახდის ვადების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.„
შპს ტელეკომპანია ობიექტივის„, შპს საქართველოს ხმის„, შპს სელკომ-პლუსისა„ და შპს მაია ტვრ„- თან მიმართებაში კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტა ან ლიცენზიის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, რის შესახებაც საკითხს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის წესების„ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია განიხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პიველი პუნქტის, 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა), დ) და ვ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე და 1442-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის წესების„ მე-7 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად ტექნიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის ინფორმაცია ლიცენზიის პირობების შესრულების მონიტორინგისა და ულიცენზიოდ საქმიანობის შემთხვევების განხილვის შედეგების შესახებ;
2. დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი) დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება:
ა) შპს ტელეკომპანია ობიექტივის„ N499 ლიცენზიის და შპს საქართველოს ხმის„ N705 ლიცენზიის გაუქმების შესახებ, ლიცენზიის მფლობელთა მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის გამო;
ბ) შპს ედელვაისის„ N841 ლიცენზიის გაუქმების შესახებ, მოქმედების ვადის გასვლის გამო;
გ) შპს სელკომ-პლუსი„-ს N1178 ლიცენზიის და შპს მაია ტვრ„-ს N1149 ლიცენზიის გაუქმების შესახებ, ლიცენზიის მფლობელთა მიერ ლიცენზიებით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო;
დ) შპს \\\"ტელეკომპანია ქუთაისის„ N64 ლიცენზიის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ, ხოლო ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო შპს ტელეკომპანია ქუთაისის„ დირექტორის მიმართ ადმინისტარციული სამართალდარღვევათა კოდექსის 144მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სმართალდარღვევის საქმის წარმოება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ბუღალტერიას (ი.აბულაძე):
შპს \\\"აი თი ეს ტრანსკავკასიას„, შპს 23 მაისს„ და შპსსაქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრს„ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენასა და შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი წერილების მომზადება და დაგზავნის ორგანიზება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).
კომისიია თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
