გადაწყვეტილება N 121 შპს „ჯეონეთი“-სთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004
მიღების თარიღი მარტი 19, 2004
შპს ჯეონეთი„-სთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ჯეონეთმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (NA1/20. 30.12.2003) მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად.
კომპანიის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად გაიარა ექსპერტიზა ქვეკომისიაში (17.02.2004წ. ქვეკომისიის სხდომის ოქმი N 1) და მიღებული იქნა დადებითი დასკვნა. ამასთან, 2004 წლის 12 მარტს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს ჯეონეთის„ მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ.გ„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1388 ლიცენზია შპს ჯეონეთს„ მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: თანამგზავრული და/ან საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
3. შპს ჯეონეთმა„ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს /მ. გოთოშია/.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
