წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 123 სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 123 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004

მიღების თარიღი მარტი 19, 2004

სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის„  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„  კომისიას მიმართა განცხადებით (N 14-4-36; 25.02.04) თბილისი-თელავი და თბილისი-ქუთაისი მაგისტრალური რადიოსარელეო ხაზის მშენებლობისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ N 247 (მოქმედების ვადა 04.07.05.) და N 849 (მოქმედების ვადა 12.02.09.)  ლიცენზიების პირობების შესაბამისად აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროკავშირის საშუალებების სატელეფონო (ადგილობრივი, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო) სატელეგრაფო კავშირების, ფაქსების, საქალაქთაშორისო სატელეფონო არხების საიჯარო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სალაპარაკო  პუნქტების მოწყობა მომსახურებას და საერთაშორისო, საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურებით მომსახურებას. რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს სს „საქართველოს ელექტროკავშირს„  ერთი წლის ვადით სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის  შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.            აღირიცხოს სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.             უზრუნველყოს სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის„  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები