გადაწყვეტილება N 124 შპს “დაცვის სამსახურისთვის” სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004
მიღების თარიღი მარტი 19, 2004
შპს „დაცვის სამსახურისთვის” სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „დაცვის სამსახურმა” (რეგისტრირებული ქ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 ნოემბრის N 5/8-20 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ბოლნისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. დებულების თანახმად, შპს „დაცვის სამსახურის” საქმიანობის საგანია დაცვის სამსახურის ჩამოყალიბება; კერძო პირთა დაცვა; კომერციული ობიექტების დაცვა; ტვირთგადაზიდვების გაცილება-დაცვა; ყველანაირი იურიდიულ-საკონსულტაციო მომსახურება. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „დაცვის სამსახურს” 411.200 მგჰც და 416.750 მგჰც სიხშირეები ქ. ბოლნისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „დაცვის სამსახურისათვის” მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს „დაცვის სამსახურმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „დაცვის სამსაურისათვის” სიხშირის მინიჭების საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
