გადაწყვეტილება N 125 შპს “ორიონისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004
მიღების თარიღი მარტი 19, 2004
შპს „ორიონისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ორიონმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 8 დეკემბრის N 5/4-3746 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 01/21; 04.03.04) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ორიონი” ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა პირად და საკუთრების დაცვის ორგანიზებას. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ორიონს” 154.925 მგჰც და 160.125 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ორიონისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს „ორიონმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ორიონისათვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
