წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 127 შპს “ჯი-ემ-პი”-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 127 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004

მიღების თარიღი მარტი 19, 2004

შპს „ჯი-ემ-პი”-სთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ჯი-ემ-პი„-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის  სასამართლოს 1999 წლის 2 აპრილის N 5ა/4-2093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (01.03.04) მაღალსიხშირული მოწყობილობის (მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებაზე  ნებართვის გაცემის შესახებ. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მითითებული ჩამონათვალის მიხედვით) განსაზღვრულია ინტერნეტ-კავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის  და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით სარგებლობისთვის.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ჯი-ემ-პი”-ს მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.უზრუნველყოს შპს „ჯი-ემ-პი”-მ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის  სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის  თავმჯდომარე                                                         ვ. აბაშიძე

                                                                                                                    

                                                         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული            კომისიის  

2004 წლის 19 მარტის N           გადაწყვეტილების

                                                                                                                    

                                                         დანართი                                                                   

1. მაღალსიხშირული მოწყობილობის განთვსების ადგილი -  ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალის

                                                                                                 დასახლება N65;

2. მაღალსიხშირული მოწყობილობის სიხშირული დიაპაზონი -  10.95-11.7 გგჰც.

3. მაღალსიხშირული მოწყობილობის  გამოსავალი სიმძლავრე -  1 ვტ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები