წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 128 საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების გადახდისა და სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის მიმდინარეობის შესახებ

ნომერი: 128 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004

მიღების თარიღი მარტი 19, 2004

საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების გადახდისა და სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის

მიმდინარეობის  შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელსა და გადასახდელს, ხოლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს კანონის  31-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს სალიცენზიო მოსაკრებელი და, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, ლიცენზიის გაგრძელების მომენტისთვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა, რომლის გადახდის ვადაც დგინდება კომისიის მიერ. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ სალიცენზიო გადასახდელის  20% ირიცხება კომისიის ანგარიშზე, ხოლო 80% პროცენტი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე (შემდგომში „სპეციალური ანგარიში„). „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ„ საქართველოს კანონით (2003 წლის 12 აგვისტო) დადგენილია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში გადასახდელი სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების განაკვეთები, რომელთა გადახდაც ლიცენზიის მფლობელების მიერ ხდება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში (შემდგომში „ცენტრალურ ბიუჯეტი„).

         საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი (N08/01-08-98/16000, 17.03.2003წ.) განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის N 557 ბრძანებულების (2002 წლის 31 დეკემბერი) თანახმად, 2003 წლის 1 აპრილიდან საბიუჯეტო შემოსავლების (მათ შორის მოსაკრებლების) აღრიცხვა დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს (შემდგომში „სახაზინო სამსახური„). აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი ახალი ანგარიშების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმეორებითი წერილით (N08/01-08-128/1978, 31.03.2003 წ.) ახალი ანგარიშების ამოქმედების ვადად, ნაცვლად ზემოაღნიშნული      2003 წლის 1 აპრილისა, განისაზღვრა იმავე წლის 1 მაისი. აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ცენტრალურ ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის საგადასახადო დავალების ნიმუში. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ლიცენზიის მიღების მსურველ ყველა კომპანიას შეეძლო ინტერნეტში კომისიის გვერდზე გაცნობოდა დეტალურ ინფორმაციას.

როგორც ლიცენზიის მიღების მსურველი კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, სალიცენზიო მოსაკრებლების ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი  2003 წლის 1 მაისიდან, ფაქტიურად, არ ამოქმედებულა, ხოლო ლიცენზიის მიღების მსურველ კომპანიებს ახალ ანგარიშებზე გადარიცხული თანხები უკან უბრუნდებოდათ. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღრიცხვის ახალი ანგარიშები არ ამოქმედებულა, ხოლო მანამდე არსებული კი უკვე დახურული იყო, კომისიისთვის ცნობილი გახდა დაგვიანებით, მხოლოდ სახაზინო სამსახურის სიტყვიერი განმარტებით.

კომისიამ წერილობით (N03/0843-03, 11.07.2003წ.) სთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დროულად ეცნობებინა იმ ანგარიშის ნომერი, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღრიცხვის ახალი სისტემის ამოქმედებამდე სალიცენზიო მოსაკრებლების თანხების ჩარიცხვა, რაზედაც მიღებული იქნა პასუხი (N08/01-08-381/7228, 10.08.2003 წ.), რომელშიც მითითებული იყო „საბიუჯეტო შემოსავლების აღრიცხვის პროცესის დაწყებამდე„ სალიცენზიო მოსაკრებლების დროებითი ანგარიში (N012103654).

ახალი ანგარიშების აუმოქმედებლობის მიზეზით 2003 წლის 1 მაისიდან 10 აგვისტომდე                       15 კომპანიის მიერ (შპს „გორდა„, ს/ს „ინფოჯორჯია 21„, ს/ს „ტელენეტი„, სპს ტელერეადიოკომპანია „თვალი„, შპს „ფოთი ტვ„, შპს „ევრიკა„, შპს „ჯეოსელი„, შპს „აია-3„, შპს „სტარკომი„, შპს „სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღა„, შპს „რუსთავი-ტურსი„, ი/საწარმო „გიორგი პოშნიახოვი-ტრანსჯორჯია„,               შპს „ჯი-სი-თი-ვი„, შპს „ულტრა კომუნიკაციები„ და შპს „ინფოტელი„) ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხული სალიცენზიო მოსაკრებელი 28,000.00 ლარის ოდენობით, ლიცენზიის მიღების მსურველებს უკან დაუბრუნდათ. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ზემოაღნიშნულ კომპანიას განმეორებით არ გადაურიცხავს სალიცენზიო მოსაკრებელი (დანართი N2). აქვე აღსანიშნავია, რომ შპს „ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიამ„, რომელსაც  2002 წლის 14 აგვისტომდე (ლიცენზიის მიღებამდე) უნდა წარმოედგინა ცნობა შესაბამისი საგადასახადო სამსახურიდან, სალიცენზიო მოსაკრებელი მხოლოდ 2004 წლის 2 თებერვალს საკითხის შესწავლის პროცესში გადაიხადა. 

კომისიის აპარატის ბუღალტერიისა და ეკონომიკური სამსახურის მიერ სახაზინო სამსახურში ჩატარებული შედარებით დადგინდა, რომ 2003 წლის 10 აგვისტოდან 2004 წლის 1 თებერვლამდე, ანუ კომისიისთვის ახალი ანგარიშის შეტყობინების შემდგომ, ცენტრალურ ბიუჯეტში სალიცენზიო მოსაკრებლების დროებით ანგარიშზე 27 ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მიერ უნდა ჩარიცხულიყო 37,000.00 ლარი, ფაქტიურად კი 16 კომპანიის მიერ ჩარიცხულია 26,000.00 ლარი. სხვაობამ                           11 კომპანიაზე (შპს „კავკასია„, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმა„, შპს ტელეკომპანია „საქართველოს ხმა„, შპს „ავაზა„, შპს „ზარი„, შპს „ეკომი„, შპს „ობიექტივი„, შპს „კოლხეთი მედია„,                  შპს „ივერთმედია„, შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახური„ და შპს „რადიო საქართველო„) შეადგინა 11, 000.00 ლარი (დანართი N3). აქვე აღსანიშნავია, რომ                 შპს „კოლხეთი მედიას„ მიერ სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 ლარის ოდენობით, 2003 წლის                         24 სექტემბერს წარმოდგენილი საგადასახადო დავალების მიხედვით, შეცდომით ჩარიცხულია ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშზე ნაცვლად ცენტრალური ბიუჯეტისა და, ამდენად, აღნიშნული თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვას ექვემდებარება.

სახაზინო სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით 2001 წლიდან 2004 წლის 1 თებერვლამდე სალიცენზიო მოსაკრებლები ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხულია სულ 246,500.00 ლარი, ნაცვლად 296,500.00 ლარისა. ანუ, სხვაობამ შეადგინა 50,000.00 ლარი.

         „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ„ საქართველოს კანონის შესაბამისად 2004 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით კომისიის მიერ 2003 წლის 12 სექტემბრის შემდგომ მიღებული 87 გადაწყვეტილების თანახმად, 62 იურიდიულ და ფიზიკურ პირს (დანართი N4) ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა ჩაერიცხა სანებართვო მოსაკრებელი 2,000.00 ლარის ოდენობით, ფაქტიურად 55 იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ ჩარიცხულია 1,780.00 ლარი. 6 კომპანიის მიერ (შპს „ჯეოსელი„, შპს „ორიონი„, შპს „კვარციტი„, შპს „უსაფრთხოების ელიტარული ბიურო„, შპს „ნიკა-95 და შპს „საქართველოს ელექტორკავშირი„) კომისიაში წარმოდგენილი საგადასახადო დავალება 180.00 ლარის ოდენობით არ შეესაბამება ცენტრალურ ბიუჯეტში არსებულ რეალურ მონაცემებს (დანართი N 4);   

         2001 წლის ივნისიდან 2004 წლის 15 მარტამდე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად დადგენილი ათწლიანი გრაფიკით ლიცენზიის მფლობელ 71 კომპანიას დაეკისრა სალიცენზიო გადასახდელის 80%-ის - 3,979,374.22 ლარის სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვა (დანართი N5). 2004 წლის 15 მარტის მდგომარეობით ჩარიცხვას ექვემდებარებოდა 668,066.50 ლარი,                     67 კომპანიის მიერ ჩარიცხულია 551,358.48 ლარი.

ლიცენზიის მფლობელი მთელი რიგი კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელი თანხების დიდი დაგვიანებით ჩარიცხვის ფაქტებს (შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია”, შპს „ეკომი„, შპს „თანამგზავრი„,               შპს „იმპერია„, შპს „სამეგრელო„, შპს „ინფორმკავშირი„, სპს „კვეტენაძე და კომპანია„, შპს „ოდიში„,               შპს „ფოთი ტვ„, შპს „მეცხრე ტალღა„, კავშირი „ათინათი„, შპს „აისი„, შპს „იმერეთი 2000, სპს „თვალი„, შპს „თბილისი„,შპს „იმედი„, შპს „ქუთაისი„, შპს „რადიოცენტრი პლუსი„, შპს TV-33„ და შპს „TV-21„).  

         კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით 2004 წლის 15 მარტისთვის ლიცენზიის მფლობელი 23 კომპანიის მხრიდან სალიცენზიო გადასახდელების სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვის დავალიანებამ 116,706.65 ლარი შეადგინა (შპს „თანამგზავრი„-779.00 ლარი, შპს „იმედი„-642.60 ლარი, შპს „თბილისი„-3,765.30 ლარი, შპს „ქუთაისი„-1,198.05 ლარი,  შპს „ქართლი„-2,567.26 ლარი, კავშირი „ათინათი„-472.50 ლარი, შპს „დია„-924.20 ლარი, შპს „იმერვიზია„-2,224.98 ლარი,     შპს „ოდიში„-2,995.12 ლარი, შპს „აისი -20 არხი„-2,875.32 ლარი, შპს „სამეგრელო„-4,849.35 ლარი,  შპს „ნოსტალგია„- 882.00 ლარი, შპს „იმპერია„-1,198.00 ლარი, სპს „თვალი„-2,995.06 ლარი, შპს „მეგა ტვ„-958.44 ლარი, შპს ‘ზარი„-4,255.64 ლარი, შპს „ეკომი„-308.06 ლარი, შპს „ავაზა„-315.00 ლარი,                    შპს „სუპერპეიჯი„-1,461.60 ლარი და შპს „რუსთავი 2„-52,636.00 ლარი).

საკითხის შესწავლის პროცესში სახაზინო სამსახურიდან მიღებულია შეტყობინება (18-02-21/101/326  02.02.2004 წ.) 2004 წლის 6 თებერვლიდან სპეციალური სახსრების N 000141107 სალარე ანგარიშზე განთავსების შეჩერებისა და N 000141408 სალარე ანგარიშზე მიმართვის შესახებ, რის თაობაზე კომისიამ ოპერატიულად  (05.02.2004 წ.) დაუგზავნა სათანადო გამაფრთხილებელი შეტყობინებები იმ 53 ლიცენზიის მფლობელ კომპანიას, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებებით უკვე განესაზღვრათ სალიცენზიო გადასახდელები.

საკითხის შესწავლის პროცესში აღინიშნა, რომ შპს „ედელვაისის„ N 841 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2003 წლის 12 თებერვალს. მიუხედავად კომისიის მიმართვისა (0427-03 30.04.03 წ.), რომ 2003 წლის 15 მაისამდე განაცხადის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია იძულებული იქნება დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ედელვაისის„ კომისიისთვის დღემდე არ მოუმართავს მისი კუთვნილი ლიცენზიისთვის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

         ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიის წევრებმა კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ე ს:

1.      მიღებულ იქნეს ცნობად ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტის გ. გიორგაძის ინფორმაცია ცენტრალურ ბიუჯეტში სალიცენზიო-სანებართვო მოსაკრებლების გადახდისა და სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის მიმდინარეობის შესახებ;

2. უზრუნველყოს შპს „კავკასიამ„, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმამ„, შპს ტელეკომპანია „საქართველოს ხმამ„, შპს „ავაზამ„, შპს „ზარმა„, შპს „ეკომმა„, შპს „ობიექტივმა„, შპს „კოლხეთი მედიამ„, შპს „ივერთმედიამ„, შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურმა„ და შპს „რადიო საქართველომ„ სალიცენზიო მოსაკრებლის ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ორი კვირის ვადაში წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოქვეყნდეს ცნობები მათი კუთვნილი შესაბამისი ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;

3.  უზრუნველყოს შპს „თანამგზავრმა„, შპს „იმედმა„, შპს ტელეკომპანია „თბილისმა„, შპს ტელეკომპანია „ქუთაისმა„, შპს „ქართლმა„, კავშირი „ათინათმა„, შპს „დიამ„, შპს „იმერვიზიამ„, შპს „ოდიშმა„, შპს „აისი მე-20 არხმა„, შპს „სამეგრელომ„, შპს „ნოსტალგიამ„,  შპს „იმპერიამ„, სპს ტელერადიოკომპანია  „თვალმა„, შპს „მეგა ტვ„-იმ, შპს „ზარმა„, შპს „ეკომმა„, შპს „ავაზამ„ და შპს „სუპერპეიჯმა„ კომისიის გადაწყვეტილების მათთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელების დავალიანების ერთი თვის ვადაში დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოქვეყნდეს ცნობები მათი კუთვნილი შესაბამისი ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;

4. დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი) შპს „ედელვაისის„ ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით მისი N 841 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5. დაევალოს ეკონომიკურ სამსახურს (გ. გიორგაძე):

            ა) 2003 წლის 1 მაისიდან 10 აგვისტომდე ცენტრალურ ბიუჯეტში ლიცენზიის მფლობელი                  15 კომპანიის მიერ (შპს „გორდა„, ს/ს „ინფოჯორჯია 21„, ს/ს „ტელენეტი„, სპს ტელერადიოკომპანია „თვალი„, შპს „ფოთი ტვ„, შპს „ევრიკა„, შპს „ჯეოსელი„, შპს „აია-3„, შპს „სტარკომი„, შპს „სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღა„, შპს „რუსთავი-ტურსი„, ი/საწარმო „გიორგი პოშნიახოვი-ტრანსჯორჯია„, შპს „ჯი-სი-თი-ვი„, შპს „ულტრა კომუნიკაციები„ და შპს „ინფოტელი„) ჩარიცხული და უკან დაბრუნებული სალიცენზიო მოსაკრებლების ხელახლა ჩარიცხვის მიზნით ცენტრალური ბიუჯეტის საბანკო რეკვიზიტების თაობაზე მათთვის სათანადო შეტყობინებების მომზადება;

            ბ) აცნობოს შპს „კოლხეთი მედიას„ სალიცენზიო მოსაკრებლის ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად ადგილობრივ ბიუჯეტში არასწორად ჩარიცხვის თაობაზე და აღნიშნული თანხის ცენტრალური ბიუჯეტის სათანადო საბანკო რეკვიზიტებზე დაუყონებლივ ჩარიცხვის აუცილებლობის შესახებ;

            გ) სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელების თანხების დაგვიანებით ჩარიცხვის გამო ლიცენზიის მფლობელი კომპანიებისთვის (შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია”,                      შპს „ეკომი„, შპს „თანამგზავრი„, შპს „იმპერია„, შპს „სამეგრელო„, შპს „ინფორმკავშირი„,                      სპს „კვეტენაძე და კომპანია„, შპს „ოდიში„, შპს „ფოთი ტვ„, შპს „მეცხრე ტალღა„, კავშირი „ათინათი„, შპს „აისი„, შპს „იმერეთი 2000„, სპს ტელერადიოკომპანია „თვალი„, შპს „თბილისი„, შპს „იმედი„,                  შპს „ქუთაისი„, შპს „რადიოცენტრი პლუსი„, შპს „TV-33„ და შპს „TV-21) სათანადო გამაფრთხილებელი შეტყობინებების მომზადებისა და დაგზავნის ორგანიზება.

6. დაევალოს აპარატის იურიდიულ (კ. ყურაშვილი), ეკონომიკურ (გ. ბუთბაია), ტექნიკურ (მ. გოთოშია) და სამუწყებლო (თ. ძაგნიძე) სამსახურებს სისტემაში მოიყვანონ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებელების  ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხვის საკითხი;   

                 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის უფროსს                           (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები