წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 129 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 129 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004

მიღების თარიღი მარტი 19, 2004

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებებით (N 9/1-590 და N 9/1-595, 18.03.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 170304-1A, 17.03.04; N 4024436 15.03.04; N 4024453 15.03.04 და N MOB4GEO010 22.03.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (რეტრანსლატორი, მობილური და სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 170304-IA, 17.03.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.მიეცეს ნებართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 4024436 15.03.04; N 4024453 15.03.04 და N MOB4GEO010 22.03.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

3.უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                            ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები