წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 130 შპს “მეგაკომისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 130 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004

მიღების თარიღი მარტი 19, 2004

შპს „მეგაკომისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მეგაკომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 ოქტომბრის N7/4-411 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 03/09; 15.03.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N ZTE2004/01/31TBILISI; 31.01.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ CDMA სისტემის საბაზო რადიოსადგურებს შემადგენელი ნაწილებით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „მეგაკომს” შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით  (N ZTE2004/01/31TBILISI; 31.01.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „მეგაკომმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               ვ. აბაშიძე

                                

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები