წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 131 ევროპის სამაუწყებლო კავშირისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 131 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2004

მიღების თარიღი მარტი 19, 2004

ევროპის სამაუწყებლო კავშირისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ ევროპის სამაუწყებლო კავშირმა კომისიას მიმართა განცხადებით თანდართული ტექნიკური მახასიათებლების  შესაბამისად  საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის გაცემის თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს მიწისზედა სათანამგზავრო სატელევიზიო სადგურს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა  ევროპის სამაუწყებლო კავშირს სამი თვის ვადით შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობა დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად;

2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.აცნობოს  ევროპის სამაუწყებლო კავშირმა კომისიას შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის გატანის თაობაზე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები