გადაწყვეტილება N 133 სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს”, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2004
მიღების თარიღი მარტი 23, 2004
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახალ ქსელებს„, სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახტელს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.
სხდომას ესწრებოდნენ: სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორი მ.კანკავა, წარმომადგენელი უ.სეთური, შპს ახალი ქსელების„ და შპს ახტელის„ გენერალური დირექტორი ა.იაშვილი, წარმომადგენელი ნ.ჟღენტი.
მხარეთა შორის სადავო საკითხებს წარმოადგენდა:
1. შპს ახალ ქსელებსა და ,,საქართველოს ელექტროკავშირს, შპს ახტელსა„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორების საკითხი;
2. შპს ახალ ქსელებსა და ,,საქართველოს ელექტროკავშირს, შპს ახტელსა„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის ურთიერთჩართვის წერტილის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხი.
კომისიის სხდომაზე სს საქართველოს ელექტროკავშირისა„ და შპს ახალ ქსელების„ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ შორის მიღწეულია შეთანხმება როგორც ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორების, აგრეთვე ურთიერთჩართვის წერტილების განსაზღვრის თაობაზე და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი მომზადებულია ხელმოსაწერად.
რაც შეეხება სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახტელს„ შორის არსებულ დავას, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორმა მ.კანკავამ განაცხადა, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირმა„ თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა კომისიის 2003 წლის 26 დეკემბერის გადაწყვეტილება N650/16 სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ახტელს„ შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის შესახებ„, შესაბამისად, მოითხოვა შპს ახტელთან„ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების 1 თვით გადადება.
შპს ახტელის„ გენერალური დირექტორი ა. იაშვილი დაეთანხმა სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის მ.კანკავას მოთხოვნას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების 1 თვით გადადების შესახებ.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 55-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უზრუნველყონ სს „საქართველოს ელექტროკავშირმა”, შპს „ახალმა ქსელებმა” და შპს ახტელმა„ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების წარმოდგენა კომისიაში ერთი კვირის ვადაში, ხოლო სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
2. უზრუნველყონ სს საქართველოს ელექტროკავშირმა„, შპს „ახალმა ქსელებმა” და შპს ახტელმა„ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად მომსახურების პირობების ცვლილების შემთხვევაში:
ა) მომხმარებლებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
ბ) მომხმარებლებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
