წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 134 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 26 მარტის N 16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 134 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2004

მიღების თარიღი მარტი 26, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის 26 მარტის N 16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის                         26 მარტის N 16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხზე (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე) დამატებითი მასალების მოძიებისა და სხდომის დღის წესრიგში მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ დამატებითი საკითხების შეტანის მიზნით კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 16 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3  საკითხის განხილვა 2004 წლის  2 აპრილის კომისიის N 18 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ N 16 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 საკითხი:

·                    შპს „მზესთვის„, შპს „მეგაკომისთვის„ და სააქციო საზოგადოება „პირველი არხისთვის„ (რუსეთის ფედერაცია)  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი);

3. დამტკიცდეს კომისიის N 16 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).

   კომისიის თავმჯდომარე                                                 ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები