წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 135 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 135 / 21

გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2004

მიღების თარიღი მარტი 26, 2004

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2004 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის                    N 88/21 გადაწყვეტილებით (27.02.2004 წ.) მოხდა მ/წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული 3 საკითხის („საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ კომისიის 2001 წლის 22 მაისის N 5 დადგენილების გაუქმებისა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე კომისიისთვის ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ, ევროკაშირის 2003 წლის მარეგულირებელი დირექტივებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ურთიერთჩართვის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, სატელეკომუნიკაციო დარგში კონკურენტუნარიანი ბაზრის წინაპირობების შექმნისათვის აუცილებელი მოთხოვნებიდან გამომდინარე დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების განხილვის (ე.წ.LRIC) შესახებ) კომისიის მ/წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმაში, ხოლო უნივერსალური მომსახურების დანახარჯების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ტარიფების თაობაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების განხილვის შესახებ საკითხის კომისიის მ/წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმაში გადატანა.

კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ რადგანაც მოწვეულ უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია სხვადასხვა სახის პროექტები, კომისიის სხდომებზე განსახილველად წარმოდგენილი ვერ იქნა მ/წლის პირველ კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული 5 საკითხი (სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის გძელვადიანი გეგმის შესახებ - პასუხისმგებელი თ. ძაგნიძე, სტანდარტიზაციის და სერტიფიცირების ევროპულ სისტემებთან ჰარმონიზაციის თაობაზე სათანადო მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადების შესახებ - პასუხისმგებელი მ. გოთოშია, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტიანი გარემოს შექმნის წინაპირობების შესახებ - პასუხისმგებელი ე. ასანიძე, კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ - პასუხისმგებელი გ. რატიშვილი). აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა აპარატის ცალკეულ მუშაკთა უპასუხისმგებლობასაც.

კომისიამ განიხილა რა კომისიის 2004 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის წარმოდგენილი პროექტი, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-10 პუნქტისა და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დამტკიცდეს  კომისიის  2004 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმა (თან ერთვის) კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრუქტურულ დანაყოფებს უზრუნველყონ წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების კომისიის სხდომებზე  დამტკიცებულ ვადებში უპირობო წარმოდგენა;

3. აპარატის თათბირებზე პერიოდულად მოხსენდეს (ი. ხარებავა) კომისიის წევრებს ინფორმაცია სტრუქტურული დანაყოფების მიერ კომისიის 2004 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადების მიმდინარეობისა და მათი შესრულების შესახებ;

4. პირველი კვარტლის გეგმური საკითხების კომისიის სხდომებზე დადგენილ ვადებში განსახილველად წარმოუდგენლობისთვის აპარატის სიხშირეთა და კოორდინაციისა და მონიტორინგის, ტექნიკურ და იურიდიულ სამსახურებს მკაცრად მიეთითოს;

 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას                             (ი. ხარებავას).

                                 კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები