წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 136 სს “გლობალ ერთი”-სთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 136 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2004

მიღების თარიღი მარტი 26, 2004

სს „გლობალ ერთი”-სთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სს „გლობალ-ერთმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 50 19.02.2004წ.), მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

სს „გლობალ ერთი„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნის სასამართლოს მიერ, 20.06.1996 წელს, რეგისტრაციის N 2/5-33) ფლობს ლიცენზიებს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემების გამოყენებით, ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე და საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემების გამოყენებით და ახორციელებს შესაბამის მომსახურებას.

2004 წლის 19 მარტს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ სს „გლობალ ერთის” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის „ბ.დ„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს N 1391 ლიცენზია სს „გლობალ ერთს” მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება              (ქ. თბილისი);

2.                  შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

3.                  სს „გლობალ ერთმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

4.                  ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

5.                  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

6.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს                /მ. გოთოშია/.

კომისიის თავმჯდომარე                                                          ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები