წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 137 შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების“ N843 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესისის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 137 / 6

გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2004

მიღების თარიღი მარტი 26, 2004

შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების„  N843 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესისის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 12/1-02, 02.02.2004 წ.) მიმართა შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა”  კომპანიის N 843 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 843 (18.02.1999 წ.), რომელიც ითვალისწინებდა 8-14 კოდის გამოყენებით საქალაქთაშორისო და საერთშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებას.

შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა” კომისიის N 8 (09.10.2000 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განესაზღვროს შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებს” N 843 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 28763 (ოცდა რვა ათას შვიდას სამოცდასამი) ლარით;

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (5772.6 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (2876.3 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4. უზრუნველყოს შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა” სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისთვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების„ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების” N 843 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები