წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 14 შპს “საქაერონავიგაციისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 14 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2004

მიღების თარიღი იანვარი 09, 2004

შპს „საქაერონავიგაციისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 17 მარტის N 7/4-1327 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 8/14, 08.01.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 421-0396 3853) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ საავიაციო-საჰაერო სამსახურის საბორტო რადიოსადგურებს და გამოყენებული იქნება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „საქაერონავიგაციას„ შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით  (N 421-0396 3853) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „საქაერონავიგაციამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               ვ. აბაშიძე

                                

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები