წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 141 შპს “ტექნო-მედიასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 141 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2004

მიღების თარიღი მარტი 26, 2004

შპს „ტექნო-მედიასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ტექნო-მედიამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 238, 12.03.04) ქ. გორში, ქ. ქუთაისში, ქ. ზუგდიდში და ქ. ბათუმში რადიოსარელეო კავშირისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე.

                „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „ტექნო-მედიას”  2485  მგჰც სიხშირე  ერთი წლის ვადით ქ. გორში, ქ. ქუთაისში, ქ. ზუგდიდში, ქ. ბათუმში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.            აღირიცხოს შპს „ტექნო-მედიასთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტექნო-მედიასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

    კომისიის  თავმჯდომარე                                                           ვ. აბაშიძე                                                      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები