გადაწყვეტილება N 142 შპს “ტექნო-მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2004
მიღების თარიღი მარტი 26, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტექნო-მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 235, 11.03.04.) თანდართული დოკუმენტაციის (სანიტარულ-დაცვითი ზონების პროექტები) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების (რადიოსარელეო სადგურები) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „ტექნო-მედია”, N 1349 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 16.05.2113.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობები საქართველოში შემოტანილია კომისიის მიერ გაცემული გადაწყვეტილების (N 608/7; 28.11.03.) საფუძველზე, ხოლო რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის კომისიის გადაწყვეტილებით (N 615/13, 05.12.03.) გამოყოფილია სიხშირეები. რადიოსარელეო ხაზები განსაზღვრულია სატელევიზიო ანძიდან სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ასს-91-მდე სიგნალის მისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო-მედიას” ერთი წლის ვადით მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად;
2.უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
