წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 143 შპს “ორიონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 143 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2004

მიღების თარიღი მარტი 26, 2004

შპს „ორიონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების  გამოყენებაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „ორიონმა” (რეგისტრირებულია ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის N ა/4100/58-27 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 28, 11.03.04), თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შპს „ორიონი” ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა პირადი და საკუთრების დაცვის ორგანიზებას, საინკასაციო მანქანებისა და ტვირთების უსაფრთხო გაცილებას. შპს „ორიონს” კომისიის გადაწყვეტილებებით     (N 68/13; 21.02.03. და N 272/13, 13.06.03.) მიენიჭა სიხშირეები, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული რადიოსადგურებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს ცენტრალური სადისპეჩერო პუნქტიდან დაცვის ობიექტებთან, ასევე საზოგადოების ობიექტებსა და მის წევრებს შორის რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ქ. თბილისში.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.            მიეცეს ნებართვა შპს „ორიონს„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.            უზრუნველყოს შპს „ორიონმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის  სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები