წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 150 საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 150 / 10

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2004

მიღების თარიღი აპრილი 02, 2004

საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად

კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2003 წლის 26 დეკემბრის N651 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადდა კონკურსი 1  გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად პირველ სამაუწყებლო ზონაში (ქ. თბილისი).

     საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 2 აპრილი, 12 საათი, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადად - 2004 წლის 20 თებერვალი,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 10 692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით.

    ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ინტერნეტში კომისიის ვებ გვერდზე.

   კომისიის 2004 წლის 26 დეკემბრის N651 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს შპს  „ევროპა პლიუს თბილის„-მა, შპს „ქართული კულტურის ტალღა„-მ და შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია„-მ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნები (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N2 , 2004 წლის 31 მარტი), რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ 1 გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციები შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, სამაუწყებლო კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

  საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად საკონკურსო სხდომა კომისიის 2004 წლის 26 დეკემბრის N651 გადაწყვეტილების შესაბამისად გაიმართა  2004 წლის 2 აპრილს 12 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ: შპს  „ევროპა პლიუს თბილის„-ის წარმომადგენელი – გენერალური დირექტორი ნ. თოფურია, შპს „ქართული კულტურის ტალღი„-ს წარმომადგენელი – გენერალური დირექტორი ვ. ჯანიკაშვილი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – გ. გაჩეჩილაძე, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანი„-ის წარმომადგენელი – დირექტორი ჯ. ელბაქიძე, კომისიის აპარატის თანამშრომლები, ასევე საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

 კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო სხდომის მსვლელობისას შპს „ქართული კულტურის ტალღი„-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა – გ. გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ  შპს „ქართული კულტურის ტალღა„ უარს ამბობს 1 გადამცემის გამოყენებით საეთერო  საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამართულ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. შესაბამისად, საკონკურსო სხდომა გაგრძელდა ორი მონაწილის - შპს  „ევროპა პლიუს თბილის„-ისა და შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანი„-ის მონაწილეობით.

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით. ამავე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების და ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 26 დეკემბრის N651 გადაწყვეტილების მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ტექნიკური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 1 ქულა, ფინანსური ასპექტის მიხედვით  2 ქულა, ხოლო პროგრამირების ასპექტის მიხედვით  3 ქულა.

ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პროექტების მიხედვით ტექნიკური ასპექტის შეფასებისას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებების ევროპის ჰარმონიზებულ სტანდარტებთან  შესაბამისობის პირობების გათვალისწინებით,  კომისიამ ორივე სამაუწყებლო კომპანიის ტექნიკური პროექტები შეაფასა თანაბრად, რის გამოც აღნიშნულ ასპექტში გამარჯვებული არ გამოვლენილა.   

   ფინანსური ასპექტის შეფასებისას, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დაფინანსების გეგმების მიხედვით დაფინანსების  წყაროების და მოცულობის გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და  2 ქულა მიანიჭა შპს  „ევროპა პლიუს თბილისს„.

   პროგრამირების ასპექტის შეფასებისას, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის, აგრეთვე, მათში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობის პირობების გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და  3 ქულა მიანიჭა  შპს „ევროპა პლიუს თბილისს„.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ევროპა პლიუს თბილისი„, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 10 692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.

2. ა) სალიცენზიო გადასახდელის  20% - 2 138,4 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 1 069,2 (ათას სამოცდაცხრა ლარისა და 20 თეთრის) ლარის გამოკლებით (1 069,2 - ათას სამოცდაცხრა ლარი და 20 თეთრი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმდინარე წლის 3 მაისამდე;

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

  ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10% -  1 069,2 (ათას სამოცდაცხრა ლარი და 20 თეთრი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მიმდინარე წლის 3 მაისამდე;

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

 

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

     (კოდი)

  9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

   3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 7484,4 (შვიდი ათას ოთხას ოთხოცდაოთხი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

   4. დაევალოს კომისიის აპარატის ბუღალტერიას (ი.აბულაძე) უზრუნველყოს სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის შპს „ქართული კულტურის ტალღისთვის„, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის 10% შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანი„-სთვის დაბრუნება კომპანიათა მიერ კომისიისათვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

   5. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

   6. კომისიის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეებისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

   7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამასახურს (კ. ყურაშვილი) შპს „ევროპა პლიუს თბილისი„-ს  მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7  სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „ევროპა პლიუს თბილისი„-სთვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;

   8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

   9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                              ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები