წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 151 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 2 აპრილის N 19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 151 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2004

მიღების თარიღი აპრილი 02, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის 2 აპრილის N 19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის                         2 აპრილის N 19 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხზე (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე) დამატებითი მასალების მოძიებისა და სხდომის დღის წესრიგში მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ დამატებითი საკითხების შეტანის მიზნით კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 19 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2  საკითხის განხილვა 2004 წლის  6 აპრილის კომისიის N 20 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ N 19 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 5 საკითხი:

·        შპს „მზესთვის„, ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტისთვის„, კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის„, ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენი კომპანიისთვის„ და საქართველოს მილსადენის კომპანიისთვის (GPC) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი);

3. დამტკიცდეს კომისიის N 19 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები