გადაწყვეტილება N 153 შპს “საქართველოს ტელეკომი”-სთვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2004
მიღების თარიღი აპრილი 02, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს საქართველოს ტელეკომმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 04-150 05.03.2004 წ.), საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
შპს საქართველოს ტელეკომი„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რ-ნის სასამართლოს მიერ, 22.08.1996 წელს, რეგისტრაციის N 5/4-726) ფლობს ლიცენზიებს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით, ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების, სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებასა და საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემების გამოყენებით და ახორციელებს შესაბამის მომსახურებას.
2004 წლის 26 მარტს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „საქართველოს ტელეკომის” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო მონაცემები და სალიცენზიო მოსაკრებილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ბ„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1393 ლიცენზია შპს „საქართველოს ტელეკომს” საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
3. შპს „საქართველოს ტელეკომმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს /მ. გოთოშია/.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
