გადაწყვეტილება N 156 შპს "ტექნო-მედიისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2004
მიღების თარიღი აპრილი 02, 2004
შპს "ტექნო-მედიისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების
გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტექნო-მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 242; 15.03.04.) მაღალსიხშირული მოწყობილობის (სატელევიზიო გადამცემი) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო-მედიას” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის და შესაბამისი პროექტების მიხედვით;
2.უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წ 2 აპრილის N გადაწყვეტილების
დანართი
|
# |
სატელევიზიო არხი |
გადამცემის გამოსხივებული სიმძლავრე (კვტ) |
რეგიონი |
საქარხნო NN |
განთავსების ადგილი და სიმაღლე მიწის ზედაპირიდან |
|
1 |
25-ე |
0.2 |
ქ. ხაშური |
p/n2065.6687.03GP s/n 100008 |
ბექამის ანძა, 45 მ |
|
2 |
25-ე |
0.2 |
ქ. ჩოხატაური |
p/n2065.6587.03GP s/n 100006 |
ქ. ჩოხატაურის სატელევიზიო ანძა, 30მ |
|
3 |
21-ე |
0.2 |
ქ. ბორჯომი |
p/n2065.6693.07GP s/n 100007 |
ქ.ბორჯომის სატელევიზიო ანძა, 30მ |
|
4 |
21-ე |
0.2 |
ქ. მარტვილი |
p/n2065.6587.03GP s/n 100003 |
ქ.მარტვილის სატელევიზიო ანძა, 25მ |
|
5 |
21-ე |
0.2 |
ქ. ტყიბული |
p/n2065.6687.03GP s/n 100004 |
ქ.ტყიბულის სატელევიზიო ანძა, 60მ |
|
6 |
25-ე |
0.5 |
ქ. ჭიათურა |
p/n2065.6693.07GP s/n 100005 |
ქ.ჭიათურის სატელევიზიო ანძა, 60მ |
|
7 |
25-ე |
1 |
ქ. დმანისი |
p/n2065.6641.14GP s/n 100004 |
ქ.დმანისის სატელევიზიო ანძა, 150მ |
|
8 |
22-ე |
1 |
ქ. დედოფლისწყარო |
p/n2065.6641.14GP s/n 100007 |
დედოფლისწყაროს სატელევიზიო ანძა, 120მ |
