გადაწყვეტილება N 157 კომპანია “სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2004
მიღების თარიღი აპრილი 02, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის N 5/8-195 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N SPPT-STA-FAC-L-0043, 02.02.04) მაღალსიხშირული მოწყობილობის („VSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. კომპანია საქართველოში ახორციელებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის (საინჟინრო მომსახურების შესყიდვისა და მშენებლობის შესახებ) შესაბამისად სახმელეთო ნავთობსადენის უზრუნველყოფას, დამონტაჟებას და მართვას. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მითითებული ჩამონათვალის მიხედვით) განსაზღვრულია ინტერნეტ-კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედს” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
2.უზრუნველყოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
