გადაწყვეტილება N 158 რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2004
მიღების თარიღი აპრილი 02, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობამ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ნოემბრის N 06/8-12 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/105, 22.03.04) მაღალსიხშირული მოწყობილობის („VSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მითითებული ჩამონათვალის მიხედვით) განსაზღვრულია მონაცემთა გადაცემა-მიღებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
2.უზრუნველყოს რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობამ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
