წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 161 ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 161 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2004

მიღების თარიღი აპრილი 02, 2004

ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის მაღალსიხშირული  მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე

ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/122-04, 02.04.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N GIA/A-006, 29.03.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა (საბაზო მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N GIA/A-006, 29.03.04)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის    თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები