წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 162 საქართველოს მილსადენის კომპანიისათვის (GPC) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 162 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2004

მიღების თარიღი აპრილი 02, 2004

საქართველოს მილსადენის კომპანიისათვის (GPC) მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს მილსადენის კომპანიამ (GPC) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/123-04, 02.04.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 9007376-A და N 9007376-B, 24.02.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები და დამხმარე აქსესუარები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა საქართველოს მილსადენის კომპანიას (GPC)  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 9007376-A და N 9007376-B, 24.02.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს საქართველოს მილსადენის კომპანიამ (GPC) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის    თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები