გადაწყვეტილება N 165 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2004
მიღების თარიღი აპრილი 13, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2004 წლის 13 აპრილის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 21 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 21 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ორი საკითხი:
· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და შპს ატლანტი უსაფრთხოების სამსახური„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
2. დამტკიცდეს კომისიის N 21 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
