წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 169 შპს “ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 169 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2004

მიღების თარიღი აპრილი 13, 2004

შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურისთვის” მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ოქტომბრის N 06/4-1123 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 233, 09.04.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1203102,  08.04.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 1203102,  08.04.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურმა”  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  

            კომისიის თავმჯდომარე                                                                            ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები