გადაწყვეტილება N 17 შპს “ რადიო საქართველოს” ¹ 742 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2004
მიღების თარიღი იანვარი 16, 2004
შპს „ რადიო საქართველოს” N 742 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და
მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რადიო საქართველომ” კომპანიის N 742 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „რადიო საქართველოს” სახელზე 1998 წლის 1 ნოემბერს გაცემული იყო ლიცენზია N 742 (01.11.03.), რომელიც ითვალისწინებდა რადიომაუწყებლობას 103.4 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. თბილისი).
შპს „რადიო საქართველომ” კომისიის N 36 (20.12.2000 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა ლიცენზია N 742 ის დანართი: შეიცვალა მაუწყებლობის პარამეტრებში მითითებული სიმძლავრე 103.4 მგჰც ქ. თბილისი 1 კვტ„.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის N566 (04.11.2003წ.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „რადიო საქართველოს” N 742 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
შპს „რადიო საქართველოს” მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (10692 ლარის) საწყისი ოდენობის 20% (2138 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (1069 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „რადიო საქართველოს” N 742 ლიცენზიას 2013 წლის 1 ნოემბრამდე.
2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „რადიო საქართველოს” N 742 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა ქ.თბილისში 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
3. შპს „რადიო საქართველო” ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, რეკლამის შესახებ„, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;
ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;
დ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;
ზ) კომისიას წარუდგინოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
თ) კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;
ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;
ლ) უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
მ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;
ნ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე;
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში.
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7485 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7485 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
831 ლარი - 2004 წლის 1 დეკემბრამდე;
831 ლარი - 2005 წლის 1 დეკემბრამდე;
831 ლარი - 2006 წლის 1 დეკემბრამდე;
831 ლარი - 2007 წლის 1 დეკემბრამდე;
831 ლარი - 2008 წლის 1 დეკემბრამდე;
831 ლარი - 2009 წლის 1 დეკემბრამდე;
831 ლარი - 2010 წლის 1 დეკემბრამდე;
831 ლარი - 2011 წლის 1 დეკემბრამდე;
831 ლარი - 2012 წლის 1 დეკემბრამდე;
7. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
9. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
