წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 170 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 16 აპრილის N 22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 170 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2004

მიღების თარიღი აპრილი 16, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის 16 აპრილის N 22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის                         16 აპრილის N 22 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადაიდოს N 22 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-8 საკითხის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის ფინანსური მაჩვენებლების ანგარიშის განხილვის შესახებ) განხილვა აუდიტორული შემოწმების აქტის წარმოდგენამდე;

2. წარმოდგენილ N 22 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 საკითხი:

·              შპს „ტექნო-მედია„-სთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ                           (მომხს. დ. ქუთათელაძე – ტექნიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტი);

·        შპს „მზესთვის„ და სს „საქართველოს სახალხო ბანკისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);

3. დამტკიცდეს კომისიის N 22 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).

           კომისიის თავმჯდომარე                                                     ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები