გადაწყვეტილება N 172 შპს “ეგრისი ტვ” ¹ 952 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2004
მიღების თარიღი აპრილი 16, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (09.03.04.) მიმართა შპს „ეგრისი ტვ”-მ კომპანიის N 952 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ეგრისი ტვ” სახელზე 1999 წლის 14 ივნისს გაცემული იყო ლიცენზია N 952 (23.04.04), რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას 1 სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის მეორადი გამოყენების უფლებით, ანტენის სიმაღლე 30 მეტრი მიწისზედაპირიდან. (ქ.სენაკის ტერიტორია)
შპს „ეგრისი ტვ”-მ კომისიის N 46 (29.12.2000 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განესაზღვროს შპს „ეგრისი ტვ”-ს N 952 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 1980 (ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარით.
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (396 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
|
ბანკი |
სკბ „TBC-ბანკი” |
|
კოდი |
220101830 |
|
ანგარიშის N |
609326 |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (198 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში (კოდი) |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. უზრუნველყოს შპს „ეგრისი ტვ”-მ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს „ეგრისი ტვ”-მ სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამასახურს (კ. ყურაშვილი) შპს ,,ეგრისი ტვ-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე მუხლებით განსაზღვრული თანხების გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ,,შპს „ეგრისი ტვ” N 952 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი)
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
