გადაწყვეტილება N 173 შპს ტელეკომპანია ,,აია-3’’-სათვის ¹1118 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმისა და ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2004
მიღების თარიღი აპრილი 16, 2004
შპს ტელეკომპანია ,,აია-3-სათვის N1118 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმისა და ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (23.02.04.N12) მიმართა შპს „აია-3”-მა კომპანიის N1118 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და წალენჯიხის რაიონში ტელემაუწყებლობაზე ტექნიკური პარამეტრების დაზუსტების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „მაფშალიას” სახელზე (რომლის სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს შპს ,,აია 3) 1999 წლის 3 აგვისტოს გაცემული იყო ლიცენზია N 1118.
კომიისიის 2001 წლის 23 მარტის N129/5 გადაწყვეტილებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად ტელეკომპანია მაფშალიამ (,,აია 3) გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. კომისიის 2001 წლის 23 მარტის N128 გადაწყვეტილების საფუძველზე მოდიფიცირებულ იქნა შპს ,,მაფშალიას(,,აია 3) N1118 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობის ორგანიზება შპს ტელეკომპანია „კოლხეთთან” მე-4 სატელევიზიო მეტრულ არხზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით.„
შპს აია 3„-ის განცხდებაში აღნიშნულია, რომ შპს კოლხეთს„ (რომელიც N1195 ლიცენზიის საფუძველზე მაუწყებლობას ახორციელებს ჩხოროწყუში) და შპს აია 3„-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია და, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან ერთად, ითხოვს ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრას წალენჯიხის რაიონში მაუწყებლობისთვის სიხშირული არხის გამოყოფის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრის შესახებ შპს აია 3„-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, სხვა საკითხებთან ერთად, სიხშირული არხი, გადამცემის სიმძლავრე და სამაუწყებლო ტერიტორია, რაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონით მხოლოდ სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობის ახალი ლიცენზიის გაცემისას არის შესაძლებელი. თავის მხრივ, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობაზე ლიცენზია აღნიშნული კანონის 454 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მხოლოდ კონკურსის საფუძველზე გაიცემა. შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს აია 3„-ის მოთხოვნა ტექნიკური პარამეტრების დაზუსტების თაობაზე.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა (კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი, დებულება კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ„) სიხშირული სპექტრის გამოყენებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების აუცილებელ პირობად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდას ითვალისწინებს. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ„ დებულების მე-6 მუხლის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია კომისიის გადაწყვეტილება სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე მიიღება სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 30%-ის გადახდის შემდეგ. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით: კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანე; სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობა; გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრე; ქსელში გადამცემი სადგურების რაოდენობა; კავშირის სახეობის სპეციფიურობა; ქვეყნის კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის რაოდენობითი და სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. N1118 ლიცენზიის საგნის (ტელემაუწყებლობის ორგანიზება შპს ტელეკომპანია „კოლხეთთან” მე-4 სატელევიზიო მეტრულ არხზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით) მიხედვით შეუძლებელია ზემოაღნიშნული მაჩვენებლების დადგენა და, შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრა.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შპს ,,აია 3-ის N1118 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2001 წლის 3 აგვისტოს, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე კომისიაში შემოტანილია 2004 წლის 23 თებერვალს. კომპანიის მიერ დარღვეულია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე მაინც, ხოლო ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა„ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ,,აია 3-ს N1118 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე;
2. გაუქმდეს შპს ,,აია 3ის N1118 ლიცენზია;
3. შეტანილ იქნას სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე.ასანიძე).
4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
შეთანხმებულია:
კომისიის წევრი: კ.პოპიაშვილი
კომისიის წევრი: დ.პატარაია
სამაუწყებლო სამსახურის უფროსი: თ.ძაგნიძე
ტექნიკური სამსახურის უფროსი: მ.გოთოშია
ეკონომიკური სამსახურის უფროსი: გ.ბუთბაია
მოამზადა:
იურიდიული სამსახურის
უფროსი სპეციალისტი: ე.ასანიძე
