გადაწყვეტილება N 174 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2004
მიღების თარიღი აპრილი 16, 2004
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) კოდის გამოყენებით საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების - თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ განაცხადით მიმართა შპს სერვისმა„ (17.03.2004 წ.). ამასთან, კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად არსებობს შემდეგი თავისუფალი ნუმერაციის რესურსი: 8-61, 8-63 და 8-69.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად;
2. კონკურსში გამარჯვებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად ირჩევს კოდს შემდეგი ნუმერაციის რესურსიდან: 8-61, 8-63, 8-69;
3. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2004 წლის 19 აპრილის 10:00 საათიდან 2004 წლის 24 სექტემბრის 17:00 საათამდე;
4. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
5. კონკურსის პირობები არ ითვალისწინებს ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას;
6. კონკურსის პირობაა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა;
7. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია - მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რომლის შეთავაზება მოხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსის ჩატარების დროს;
8. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 28763 (ოცდა რვა ათას შვიდას სამოცდასამი) ლარით;
9. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10 %-ის გადახდა მოხდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;
10. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2004 წლის 8 ოქტომბერი (16:00 საათი);
11. კონკურსის ჩატარების დროს ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;
12. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ (მ. გოთოშია) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
